| აკრძალულია საერთო ჩატში ფლუდი (ფუჭი ლაპარაკი); ასევე აკრძალულია ფლუდი კონკრეტულ პიროვნების პირად მიმოწერაში თუ მიმღებს არ სურს იგი. |
| აკრძალულია საერთო ჩატში არანორმატიული ლექსიკის ხმარება და სხვა მოთამაშეების ან მესამე პირების შეურაცხყოფა. |
| აკრძალულია პერსონაჟის და კლანის სახელად უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება. |
| აკრძალულია მოთამაშეების შეცდომაში შეყვანა ადმინისტრაციის სახელის მანიპულირებით; ასევე აკრძალულია განზრახ GM-ების სახელების მსგავსი პერსონაჟების შექმნა. |
| აკრძალულია GM-ებზე თავდასხმა, გამოწვევა, მუშაობაში ჩარევა ან ხელის შეშლა, არაკორექტული და უაზრო შეკითხვების დასმა. |
| აკრძალულია მოთამაშეების მიერ განზრახ დიდი რაოდენობით ნივთების დაყრა, ნივთებით გასასვლელების ჩაკეტვა. ამდაგვარი ქმედება აღითქვება როგორც სერვერის ნორმალური მუშაობის შეფერხების მცდელობა. |
| აკრძალულია პროგრამების გამოყენება, რომლებიც მოთამაშის თამაშში არსებობის ემულაციას ახდენენ. ნებადართულია მხოლოდ იმ პროგრამების გამოყენება, რომელიც მოყვება სათამაშო კლიენტს. |
| აკრძალულია სერვერის ბაგების და Cheat-პროგრამების გამოყენება სხვა მოთამაშეებზე უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით. |
| აკრძალულია სათამაშო კლიენტში ცვლილებების შეტანა, მოდიფიცირება ან სხვა სერვერების პაჩის გადაკეთება ჩვენი სერვერისათვის. ასევე იკრძალება გამშვებზე პაკეტ-ინჯეკტორების მიბმა. |
| აკრძალულია ჭორების, ტყუილების გავრცელება სერვერის, ადმინისტრაციის ან მოთამაშეების შესახებ. |
| აკრძალულია რეალურ ფულზე თამაშის ვირტუალური ნივთებით და პერსონაჟებით ვაჭრობა. ნებადართულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაყიდვის შემდეგ ადმინისტრაცია მიიღებს თანხის 10%-ს. |